N9 სამმართველო მესტია

1.სპეციალისტი  (მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველო (მესტია) 

თავისუფალია  - 1  ვაკანსია.

 

თანამდებობრივი სარგო   - 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერილობა: იცავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სხვადასხვა განწესში მონაწილეობით,უშვალოდრებულობს მონაწილეობას სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ზოლსა და ზონაში კანონსაწინაარმდეგო ქმედებათა გამოვლენასა და არკვეთაში,ასრულებსკანომდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

მოთხოვნები:
-განათლება-სრული ზოგადი
-ასაკი--18 წლიდან
-მოქალაქეობა-საქართველო
-ფიზიკური მონაცემები
-გავლილი უნდა ქონდეს შსს პოლიციის აკადემიაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო კურსი)

პიროვნული მახასიათებლები:
-კომუნიკაბელურობა
-პასუხისმგებლობის მაღალი დონე
-პუნქტუალურობა
-დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულება
-არანორმალური სამუშაო გრაფიკით მუშაობის უნარი
-სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი

 კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
  2. გასაუბრება.

 შენიშვნა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 18 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro@mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).

ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ფოტოსურათი - 3X4;

4. შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (საბაზისო კურსი) სერტიფიკატის ასლი.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.