N8 სამმართველო (ჯავა-ონი)

უმცროსი ინსპექტორი (მეტყვიამფრქვევე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი)

თავისუფალია -1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების ჩატარებაში;
- პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობებისა და მის წინაშე დასახული ამოცანების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
- უზრუნველყოფს შეიარაღებისა და სპეც.ტექნიკური საშუალებების სწორ, უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას;
- ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

მოთხოვნები:

- საქართველოს მოქალაქეობა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
- ასაკი 18 წლიდან;
- განათლება სრული ზოგადი/უმაღლესი;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე.
- უპირატესობა მიენიჭება სამხედრო-სავალდებულო სამსახურ გავლილ და/ან შესაბამისი სპეციალური განათლებისა და გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული მახასიათებლები:

- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
- ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.

 

უმცროსი ინსპექტორი (ყუმბარმტყორცნელი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი) დაცვის ქვეგანყოფილება

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების ჩატარებაში;
- პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობებისა და მის წინაშე დასახული ამოცანების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
- უზრუნველყოფს შეიარაღებისა და სპეც.ტექნიკური საშუალებების სწორ, უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას;
- ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

მოთხოვნები:

- საქართველოს მოქალაქეობა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
- ასაკი 18 წლიდან;
- განათლება სრული ზოგადი/უმაღლესი;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე.
- უპირატესობა მიენიჭება სამხედრო-სავალდებულო სამსახურ გავლილ და/ან შესაბამისი სპეციალური განათლებისა და გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული მახასიათებლები:

- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
- ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
2. გასაუბრება.

შენიშვნა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 09 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro @mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).
ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ფოტოსურათი - 3X4;
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.