N7 სამმართველო (ყაზბეგი)

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი)

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1150 (ერთი ათას ას ორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- პასუხისმგებელია საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების
საქმიანობაზე;
- ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას მოქმედი
კანონმდებლობისა და არსებული ნორმატიული აქტების შესაბამისად;
-აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას;
- ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
- ეცნობა განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციებს, ვიზირებას უკეთებს და ანაწილებს განყოფილების თანამშრომლებზე ფუნქცია მოვალეობების შესაბამისად;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს ხელშეკრულებებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
- უშუალოდ მონაწილეობს ხაზინაში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების უზრუნველყოფაში;
- აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ საფინანსო დოკუმენტაციის დროულად და სწორ გაფორმებას.
- კონტროლს უწევს სამმართველოს სარგებლობაში არსებულ და ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების დადგენილი წესის შესაბამისად აღრიცხავს და ქვედანაყოფების მოთხოვნების თანახმად მათ განაწილებას;
- მონაწილეობს საზღვრის დაცვაში და ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;

მოთხოვნები:

- განათლება-სრული ზოგადი/უმაღლესი -ბუღალტერ-ეკონომისტი;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- ასაკი 18 წლიდან;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე.

პიროვნული მახასიათებლები:

- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოებების შენახვის უნარი;
- ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.


სპეციალისტი (მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი)

თავისუფალია - 2 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- ახორციელებს სასაზღვრო სამსახურს( ღიად თუ ფარულად) საზღვრის დაცვის ნორმალურ თუ გაძლიერებულ რეჟიმში აგრეთვე სასაზღვრო ოპერაციების წარმოებისას, აგრეთვე დასაცავი მონაკვეთის თვალთვალს და კონტროლს, ასევე სექტორის დისლოკაციის ადგილის, ,,სასაზღვრო პოსტების“, საზღვრის დაცვისა თუ სხვა განსაკუთრებული ობიექტების დაცვას;
- ახორციელებს სასაზღვრო სადაზვერვო მოქმედებებს;
- დამრღვევთა ძებნა-დევნა-დაკავებას, საჭიროებისას დამრღვევი პირის მიმართ იყენებს იძულების ღონისძიებებს;
- საჭიროებიდან გამომდინარე მონაწილეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში;
- ურთიერთობისას იცავს ეთიკისა და დისციპლინის ნორმებს.

მოთხოვნები:

- განათლება-უმაღლესი;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- ასაკი 18 წლიდან;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე.
- გავლილი უნდა ჰქონდეს შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო კურსი).

პიროვნული მახასიათებლები:

- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოებების შენახვის უნარი;
- ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.


მთავარი სპეციალისტი (უფროსი ბუღალტერი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი)

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 900 (ცხრაასი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- აკონტროლებს ძირითადი აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-გატარებას და სრულყოფილ ბუღალტრულ დამუშავებას;
- აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეებზე დარიცხული ხელფასების სამივლინებო და სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების სისწორეს;
- ამზადებს ხაზინაში წარსადგენ ვალდებულებებს, საგადასახადო მოთხოვნებსა და უზრუნველყოფს მათ წარდგენას;
- პასუხისმგებელია წარმოდგენილი საბუთების სისწორესა და სრულყოფილება ზე;
- მონაწილეობს საზღვრის დაცვაში და ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

მოთხოვნები:

- განათლება-სრული ზოგადი/უმაღლესი -ბუღალტერ-ეკონომისტი;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- ასაკი 18 წლიდან;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე.

პიროვნული მახასიათებლები:

- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოებების შენახვის უნარი;
- ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.

 

სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი)

თავისუფალია - 3 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1255 (ერთი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- ახორციელებს სასაზღვრო სამსახურს( ღიად თუ ფარულად) საზღვრის დაცვის ნორმალურ თუ გაძლიერებულ რეჟიმში აგრეთვე სასაზღვრო ოპერაციების წარმოებისას, აგრეთვე დასაცავი მონაკვეთის თვალთვალს და კონტროლს, ასევე სექტორის დისლოკაციის ადგილის, ,,სასაზღვრო პოსტების“, საზღვრის დაცვისა თუ სხვა განსაკუთრებული ობიექტების დაცვას;
- ახორციელებს სასაზღვრო სადაზვერვო მოქმედებებს;
- დამრღვევთა ძებნა-დევნა-დაკავებას;
- საჭიროებისას დამრღვევი პირის მიმართ იყენებს იძულების ღონისძიებებს;
- საჭიროებიდან გამომდინარე მონაწილეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებების განხორციელებაში, ურთიერთობისას იცავს ეთიკისა და დისციპლი- ნის ნორმებს.

მოთხოვნები:

- განათლება-უმაღლესი;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- ასაკი 18 წლიდან;
- შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე;
- გავლილი უნდა ჰქონდეს შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო კურსი).

პიროვნული მახასიათებლები:

-პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
-არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოებების შენახვის უნარი;
-ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
-თვითმომზადების უნარი;
-კომუნიკაბელურობა.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
2. გასაუბრება.

შენიშვნა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 09 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro @mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).
ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ფოტოსურათი - 3X4;
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.