N7 სამმართველო ყაზბეგი

1.უფროსი ინსპექტორი (ჯგუფის უფროსი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველოს (ყაზბეგი)  მობილური ჯგუფის უფროსი ინსპექტორი (ჯგუფის უფროსი).

თავისუფალია  - 1  ვაკანსია.

თანამდებობრივი სარგო - 1320 (ათასსამასოცი)

სამუშაოს აღწერილობა:  პასუხისმგებელია (ჯგუფის) მართვაზე, სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების შესრულებაზე, (ჯგუფის) საბრძოლო მზადყოფნაზე, პირადი შემადგენლობის პროფესიულ და საბრძოლო მომზადებაზე, დღის განრიგის დაცვაზე, მასზე დაკისრებული სხვა ამოცანის შესრულებაზე.

დამოუკიდებლად ან სხვა ქვედანაყოფთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, სასაზღვრო პოლიციურ და ძებნა-გადარჩენის ღონისძიებებში;  გეგმავს და პერიოდულად ატარებს სწავლებებს პირად შემადგენლობასთან; პერიოდულად ამოწმებს  (ჯგუფის) შეიარაღებას. ნაკლოვანობებისა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ღებულობს ზომებს მათი დროულად აღმოსაფხვრელად. კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვას; სასაზღვრო პოლიციური ღონისძიების ჩატარებისას ორგანიზაციას უკეთებს  (ჯგუფის) განლაგების ადგილის დაცვას; სამმართველოს უფროსს ან საზღვრის დაცვის დარგში სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს (ჯგუფის) თანამშრომელთა  წახალისების შესახებ, ხოლო დისციპლინური ან სხვა სახის გადაცდომის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისათვის პატაკით  მიმართავს სამმართველოს უფროსს ან სამმართველოს უფროსის მოადგილეს საზღვრის დაცვის დარგში; ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს. 

 მობილური ჯგუფის უფროსი ექვემდებარება სამმართველოს უფროსს  და მის მოადგილეს საზღვრის დაცვის დარგში.

 მოთხოვნები:  

-განათლება - უმაღლესი;
-მოქალაქეობა - საქართველოს;
-ენა - სახელმწიფო ენის ცოდნა;
-ასაკი -18 წლიდან;
-შესაბამისი ჯამრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე;

 პიროვნული მახასიათებლები:

-პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
-არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
-ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-თვით მომზადების უნარი;
-კომუნიკაბელურობა;

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
  2. გასაუბრება.

 შენიშვნა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 18 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro@mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).

ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ფოტოსურათი - 3X4;

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.