N5 სამმართველო ლაგოდეხი

1.სპეციალისტი  (მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი) 

 თავისუფალია  - 13  ვაკანსია.

თანამდებობრივი სარგო  - 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

-ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას;
-მონაწილეობს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთაში;
-ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და საზღვრის დაცვის ობიექტების შემოწმებას საზღვრის  უკანონო კვეთის კვალის და დარღვევების სხვა ნიშნების ძებნას;
-სამსახურის წარმოებისას იყენებს შეიარაღებასა და ტექნიკურ საშუალებებს;
-ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

 მოთხოვნები:

-საქართველოს  მოქალაქეობა;
-სახელმწიფო  ენის  ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
-ასაკი 18 წლიდან;
-განათლება - სრულიზოგადი;
-შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე;
-გავლილი უნდა ჰქონდეს შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო  კურსი).

 -უპირატესობა მიენიჭება სამხედრო-სავალდებულო სამსახურგავლილ პირებს და ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათ ავტო-ტექ. საშუალებების მართვის  მოწმობა;

 პიროვნული მახასიათებლები:

-პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების  უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
- თვითმომზადების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.

 კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
  2. გასაუბრება.

 შენიშვნა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 18 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro@mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).

ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ფოტოსურათი - 3X4;

4. შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (საბაზისო კურსი) სერტიფიკატის ასლი.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.

2.  სპეციალისტი  (უფროსი მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი) 

თავისუფალია  - 4  ვაკანსია.

თანამდებობრივი სარგო  - 1255 (ათასორასორმოცდათხუთმეტი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:

-ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას;
-  ხელმძღვანელობს სხვადასხვა სახის განწესებს;
-მონაწილეობს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთაში;
-ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და საზღვრის დაცვის ობიექტების შემოწმებას საზღვრის  უკანონო კვეთის კვალის და დარღვევების სხვა ნიშნების ძებნას;
-სამსახურის წარმოებისას იყენებს შეიარაღებასა და ტექნიკურ საშუალებებს;
-ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

 მოთხოვნები:

-საქართველოს მოქალაქეობა;
-სახელმწიფო  ენის  ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
-ასაკი 18 წლიდან;
-განათლება - სრულიზოგადი;
-შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადების დონე;
-გავლილი უნდა ჰქონდეს შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო კურსი);
-უპირატესობა მიენიჭება სამხედრო-სავალდებულო სამსახურგავლილ პირებს და ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათა ვტო-ტექ. საშუალებების მართვის მოწმობა, ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათ სასაზღვრო პოლიციაში სპეციალისტად (მესაზღვრე) ნამსახურეობის მინიმალური ვადა 1 წელი.

 პიროვნული  მახასიათებლები:

-პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
-არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების  ქონა;
-სამსახურებრივი და  სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
-ექსტრემალურ  ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-თვითმომზადების  უნარი;
-კომუნიკაბელურობა.