N10 სამმართველო ზემო-აფხაზეთი

1.სპეციალისტი  (მესაზღვრე)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი) 

თავისუფალია  - 1  ვაკანსია.

თანამდებობრივი სარგო   - 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარი.

სამუშაო  აღწერა: იცავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და თავის ფუნქცია- მოვალეობებს ასრულებს მთელი პასუხისმგებლობით სხვადასხვა განწესებში მონაწილეობით, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში სასაზღვრო -პოლიციური ღონისძიებების წარმოებაში და სამართალ დარღვევათა გამოვლენა- აღკვეთაში. ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

მოთხოვნები:

-ასაკი- 18 წლიდან;
-განათლება- სრული ზოგადი განათლება ან უმაღლესი;
-მოქალაქეობა-საქართველოს;
-ფიზიკური მონაცემები;
-ენა-სახელმწიფო ენის ცოდნა.
-გავლილი უნდა ჰქონდეს შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საბაზისო კურსი);

 პიროვნული მახასიათებლები:

-კომუნიკაბელურობა;
-პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
-პუნქტუალურობა;
-დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
-არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
-სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
-ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 

 კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
  2. გასაუბრება.

შენიშვნა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 18 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro@mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).

ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ფოტოსურათი - 3X4;

4. შსს პოლიციის აკადემიის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (საბაზისო კურსი) სერტიფიკატის ასლი.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.