სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო კომპეტეციის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო აკვატორიაში და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საფრენოსნო დავალების მიხედვით. მისი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგი - ძებნა, საჰაერო თვალთვალი და პატრულირება, პირადი შემადგენლობის გადაყვანა, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განხორციელება, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან კოორდინირებულად მონაწილეობს სასაზღვრო-პოლიციურ, სამსახურებრივ-ორგანიზაციულ, სამხედრო-ტაქტიკურ და სხვა ღონისძიებებში;

უზრუნველყოფს მფრინავი და ტექნიკური პერსონალის შერჩევას, მომზადებას და გადამზადებას, დაშვებას საფრენ აპარატებზე.

სტიქიური უბედურების დროს, ახორციელებს მაღალმთიანი რეგიონისა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას. აგრეთვე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას ყოფითი პრობლემის მოგვარების მიზნით.