სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო

სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვას და სახელმწიფო საზღვარზე ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, დამატებითი და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების ჩატარებას:
ა) სახელმწიფო საზღვარზე (სახმელეთო და საზღვაო მონაკვეთებზე);
ბ) სასაზღვრო ზოლში (500 მეტრის სიღრმეში სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან);
გ) სასაზღვრო ზონაში (5 კილომეტრის სიღრმეში);
დ) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (გარდა სასაზღვრო-გამტარი პუნქტებისა).

 სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა)საქართველოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, ექსტრემისტული და დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგეგმოს და ჩაატაროს სასაზღვრო ოპერაცია (სასაზღვრო გამტარი პუნქტების გარდა);
ბ) დამოუკიდებლად ან სხვა კომპეტენტურ დანაყოფებთან ერთობლივად განახორციელოს იმ შეიარაღებული პირებისა და ჯგუფების ძებნა, დევნა და დაკავება, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ ან დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
გ) ოპერატიული ვითარების შესწავლა და რეკოგნისცირება ჩაატაროს სწრაფი რეაგირების ჯგუფების სავარაუდო მოქმედებათა რაიონში (ადგილზე);
დ)კანონით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფოს,მოქალაქეთა ინტერესებისა და მათი ქონების დაცვა;
ე)უზრუნველყოფა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა უსაფრთხოების;
ვ) უზრუნველყოფა ქვედანაყოფებში სამსახურებრივი და საბრძოლო მზადყოფნის;
ზ)მოსახლეობის დახმარება  სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და/ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;
თ)სახელმწიფო საზღვრის უკეთესად დაცვის მიზნით დაცვის გაძლიერება მოწყვლადი და მაღალი საფრთხეების მქონე სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების;
ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე,სასაზღვრო ზონასა და ზოლში, ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის მოგერიებისა და აღკვეთის ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა;
კ)სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან, სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ან/და საგამოძიებო-ოპერტიულ მთავარ სამმართველოსთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით განხორციელება სასაზღვრო-პოლიციური, იძულებისა და სხვა ღონისძიებების;
ლ)დამოუკიდებლად, სასაზღვრო პოლიციის ძირითად სტრუქტურულ ერთეულებთან ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთობლივად სამსახურებრივ-ორგანიზაციული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური, სამხედრო-ტაქტიკური, სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
მ)  მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესასრულებლად.