თემურ კვანტალიანმა დიდი ბრიტანეთის დელეგაციას უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამეტნის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა დიდი ბრიტანეთის დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი, სამხედრო ატაშე დეივ ეთელი და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდ “HMS ECHO”-ს მეთაური, კაპიტანი მეთიუ უორენი წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული საზღვაო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედა ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი “HMS ECHO”-ს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბრიტანული ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

სიახლეების გამოწერა