თემურ კეკელიძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და რუმინეთის მისიის უფროსის მოადგილე დუმიტრუ ვასილე ეწვივნენ. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. თემურ კეკელიძემ და რადუ-ლივიუ ჰორუმბამ რუმინეთის სასაზღვრო უწყებასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის სანაპირო დაცვის სფეროში მემორანდუმის გაფორმების საკითხიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

სიახლეების გამოწერა