თემურ კეკელიძე აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს შეხვდა.

შეხვედრაზე თემურ კეკელიძემ ამერიკელ დიპლომატს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები გააცნო. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სიახლეების გამოწერა