შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრისა და საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხი, თანამშრომლობის მექანიზმები, ინფორმაციის გაცვლის ინსტრუქცია, ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები. 

შეხვედრის მონაწილეები აღნიშნული თემების შესახებ რეკომენდაციებსა და წინადადებებს შეიმუშავებენ.

საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს. საბჭო მხარდაჭერის არსებითი მექანიზმია. იგი ხელს უწყობს ცენტრის საქმიანობას და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. 

საქართველოს აღმასრულებელი ხელსუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს.

სიახლეების გამოწერა