შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეწვია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ჭაბუკიანი და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, ნინო ბაქრაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას შეხვდნენ.

შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა სტუმარს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - "მეტი მეტისთვის" - პირველი ფაზა შეაჯამეს, საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და მიგრაციის მართვის საკითხებზე იმსჯელეს.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა და ილიანა დერილოვამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ამოცანები, ასევე, პროექტის - "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - "მეტი მეტისთვის" მეორე ფაზის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სიახლეების გამოწერა