შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, სამუშაო ვიზიტით,  ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დელეგაცია ეწვია. აშშ-ს სანაპირო დაცვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელს - შუიტ ჰაბტემაიკლსა და გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (GMCC) დირექტორის მოადგილეს - ბრაიან უილსონს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციები, მნიშვნელობა,უწყებათშორისი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ექსპერტები სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვევიან, სადაც საზღვაო სივრცეში არსებული რისკების ანალიზზე  თეორიული სწავლება  ჩატარდება.

ვიზიტი აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და ამერიკის სანაპირო დაცვის მხარდაჭერით განხორციელდა.  

სიახლეების გამოწერა