შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რუმინეთის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ რუმინეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (RoAid) გენერალური დირექტორი კატლინ კონსტანტინ ჰარნაგეია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას საქართველოსა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, მისი რუმინელი კოლეგა, ლაურენციო კრისტიან ჩიკუ და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ლივიუ ჰორუმბა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ორ ქვეყანას შორის საზღვაო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და რუმინეთის სანაპირო დაცვის დირექტორმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

სიახლეების გამოწერა