სასაზღვრო სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა

თბილისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა (IOM) და ევროკავშირის დაფინანსებით, სასაზღვრო სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელები, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP),  გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის შესახებ მისიის (UNODC) დანატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

აღნიშნული ორგანიზაციები ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განვითარების პროცესში და სახელმწიფო საზღვარზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ.

კონფერენციაზე განიხილეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პროექტებიდა სასაზღვრო პოლიციის სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

ღონისძიების მიზანი იყო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტურობის გაზრდა, ქმედითი კოორდინაციის მექანიზმის  და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის მუდმივი კომუნიკაციის შემუშავება. 

სიახლეების გამოწერა