სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კეკელიძემ ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიგჰოფერს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, შტეფან ანიგჰოფერი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ესტუმრა.

სიახლეების გამოწერა