სასაზღვრო პოლიციის უფროსის ვიზიტი ლიეტუვაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძე ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსს, გენერალ რენატას პოჟელას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეები ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციის წევრებმა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სასაზღვრო სკოლა და სასაზღვრო სექტორი „პოდვარიონისი“ მოინახულეს.

სიახლეების გამოწერა