სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალ ჯეიმს ფოგოს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე,დელეგაციასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.

თემურ კეკელიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს, პირველი რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანს და მის მოადგილეს, პირველი რანგის კაპიტან რამაზ პაპიძეს ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თემურ კეკელიძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებასაც დაესწრო.

სიახლეების გამოწერა