სასაზღვრო პოლიციის უფროსი შვედეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, ამ მიმართულებთ არსებული გამოწვევები და მისი დაძლევის გზები მიმოიხილეს.

თემურ კეკელიძემ ულრიკ ტიდესტრომს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შვედეთის ელჩმა ხაზგასმით დააფიქსირა საელჩოს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

სიახლეების გამოწერა