სასაზღვრო პოლიციის უფროსი პოლონეთში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ სოპოტში, FRONTEX-ის ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

FRONTEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სპიკერებმა საზღვრის დაცვის თანამედროვე შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და საზღვაო სივრცეში არსებული კრიმინალის საკითხები, ზღვაზე დაკვირვების სისტემები, საფრთხეებთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბალტიის ზღვაში სტუმრებისთვის საჩვენებელი საზღვაო სწავლება „ზოდიაქო 2018“ ჩატარდა.

სიახლეების გამოწერა