სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ბულგარეთის საზღვაო აკადემიის რექტორი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ,,ნიკოლა ვაფსაროვის სახელობის საზღვაო აკადემიის“ რექტორი, ადმირალი ბოიან მედნიკაროვი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამმხრივი შეხვედრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით პროფესიული და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

სიახლეების გამოწერა