სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე - პოლკოვნიკი ბიულენთ აქადენიზი, მისი მოადგილე საზღვაო საკითხებში - მაიორი აიდინ თოქუშლი და სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ზაფერ ეთიქი ეწვივნენ. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.  თემურ კეკელიძემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები გააცნო.

თემურ კვანტალიანმა კი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობასა და საზღვაო ძალების სარდლობასთან არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გეგმები დასახეს.

 

სიახლეების გამოწერა