სასაზღვრო პოლიციას სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი ვაგინაკ სარქსიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.  სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თემურ კეკელიძემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები  გააცნო.

სიახლეების გამოწერა