სასაზღვრო პოლიციას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში აკრედიტებული, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის განვითარების საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, დეტალურად განიხილეს სანაპირო დაცვის როლი, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და უწყებათშორისი თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო უსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

 

სიახლეების გამოწერა