სასაზღვრო პოლიციას ბრიტანელი კოლეგები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს ახალი მოკავშირე ოფიცერი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე, მხარეებმა ბრიტანეთის ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის გეგმებზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ საზღვაო საინფორმაციო ცენტრსა და ერთობლივი მართვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს,სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მოკავშირე ოფიცერს და თანამშრომლობისათვის სერტიფიკატით დააჯილდოვა.

სიახლეების გამოწერა