სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის  N5 სამმართველოს  (ლაგოდეხი) ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ეწვია. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა და სამმართველო  დაათვალიერებინა.

ელიზაბეთ რუდმა, ასევე,  მოინახულა N2 სასაზღვრო სექტორი (მაწიმი)  და გამშვები  პუნქტი „ცოდნა“, სადაც მესაზღვრეების მუშაობის სპეციფიკას, მათ სამუშაო პირობებს და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს  გაეცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალწლიანი მჭიდრო და წარმატებული  თანამშრომლობა აკავშირებთ. აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS)  მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

სიახლეების გამოწერა