საქართველოსა და თურქეთის სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სამსახურის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩატარდა.

ქალაქ ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდი TCSG-307, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის ნავსადგურში - საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P-25) იმყოფებოდა.

ვიზიტების ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვისა და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში, ბათუმის და სამსუნის მახლობლად, პარალელურად ჩატარდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები.

სწავლებები ითვალისწინებდა ერთობლივი საზღვაო ტაქტიკური მანევრების განხორციელებას, რაც მოიცავდა გემების გამოკითხვის სიმულაციას, ოპერაციას - "ადამიანი ბორტს მიღმა", დაშავებული ადამიანის ხომალდიდან ევაკუაციას და სააბორდაჟო პროცედურებს.

ერთობლივი საზღვაო წვრთნების მიზანი იყო თურქეთისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.



სიახლეების გამოწერა