საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარეს, გენერალ-ლეიტენანტ პეტრო ციგიკალს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  სახმელეთო  და საზღვაო უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის,  ტრანსსასაზღვრო ტრეფიკინგისა და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო  საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო უწყებათა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების განხილვა, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციამ ქალაქ ჩერკასში  უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობის მომზადების მთავარი ცენტრი მოინახულა.

სიახლეების გამოწერა