საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოინახულეს.

ვიზიტი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

სიახლეების გამოწერა