სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების და აშშ-ის ხომალდის მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის“ (USS Donald Cook - DDG-75) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების და აშშ-ის ხომალდის მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

სწავლებაში სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" მონაწილეობდა. ერთობლივი წვრთნები აბორდაჟის ოპერაციასა და საზღვაო მანევრებს მოიცავდა.

"არლი ბიორკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი "დონალდ კუკი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 21 იანვარს შემოვიდა. საპორტო ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გამოხატავს და ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.

 
 

სიახლეების გამოწერა