სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაური ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) მეთაური, კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

შეხვედრას ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთის ხომალდების კაპიტნები, პოლონეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა ვიზიტის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და საჩვენებელ წვრთნებზე ისაუბრეს.

ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ერთობლივი წვრთნები 4 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოსა და ალიანსის საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

სიახლეების გამოწერა