სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სანაპირო დაცვის გლობალური სამიტში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პირველი რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ „სანაპირო დაცვის გლობალური სამიტი 2018“-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამიტი, იაპონიის სანაპირო დაცვისა და ნიპონის ფონდის ორგანიზებით, ქალაქ ტოკიოში გაიმართა. მასში მონაწილეობა 58 ქვეყნის სანაპირო დაცვის 66-მა წარმომადგენელმა მიიღო.

ღონისძიება გლობალურ საზღვაო გამოწვევებთან გამკლავების სფეროში მსოფლიოს სანაპირო დაცვის სამსახურების და სანაპირო დაცვის ფუნქციების მქონე ორგანიზაციებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმის შექმნას ითვალისწინებდა.

სიახლეების გამოწერა