საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდის კაპიტანი ჟაკ მალარი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვია

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდის „GUEPRATTE” კაპიტანი, ჟაკ მალარი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, დაგეგმილ სწავლებებსა და ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრეს.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ერთობლივი საზღვაო წვრთნები 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საფრანგეთისა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

 

 

სიახლეების გამოწერა