ნატოს საზღვაო სარდლობის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, ოფიციალური ვიზიტით, ნატოს საზღვაო სარდლობისა (MARCOM) და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრები ქალაქ ბათუმსა და ფოთში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზებზე გაიამრთა.

საკოორდინაციო შეხვედრაზე, მხარეებმა ნატოს გემების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ტექნიკური, ადმინისტრაციული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ლოჯისტიკის საკითხები განიხილეს. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დელეგაციის წევრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურა, მცურავი საშუალებები და ოპერატიულ-საკომანდო ცენტრები დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, MARCOM-ის და SNMCMG2-ის წარმომადგენლები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) ეწვივნენ. სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელმა, სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანმა, შოთა მიროტაძემ უმასპინძლა. მან დელეგაციის წევრებს JMOC-ის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა

სიახლეების გამოწერა