ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაური, კომოდორი მაიკლ ათლი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) მეთაური, კომოდორი მაიკლ ათლი  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრას ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდების მეთაურები ესწრებოდნენ. მხარეებმა ვიზიტის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და საჩვენებელ წვრთნებზე ისაუბრეს. სწავლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და უსაფრთხოების საკითხები საბოლოოდ შეაჯამეს და მოსალოდნელი შედეგები მიმოიხილეს.

ერთობლივი წვრთები ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდებსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავ საშუალებებს შორის 17 მაისს არის დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

კომოდორმა მაიკლ ათლმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების კაპიტნებმა 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სიახლეების გამოწერა