ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, II რანგის კაპიტანი ჯასთინ ჰეინისი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დაგეგმილ სწავლებებსა და საჩვენებელ წვრთნებზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საბოლოოდ შეაჯამეს.

ერთობლივი წვრთები ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავ საშუალებებს შორის 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

სიახლეების გამოწერა