მესაზღვრეებს სპეციალური გადამზადების პროგრამა უტარდებათ

შსს-ს აკადემიაში, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთათვის   სპეციალური გადამზადების ერთ თვიანი პროგრამა დაიწყო.

სწავლების გახსნას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - დათო ნიკოლეიშვილი,  შსს-ს აკადემიის რექტორი - გივი მიქანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე - ნიკოლას ბერლინერი ესწრებოდნენ.

სპეციალური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები მესაზღვრეებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას შეასწავლიან და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილებენ ყურადღებას,  რომლებიც კიდევ ეფექტურს გახდის სასაზღვრო პოლიციის მუშაობას.

სასწავლო კურსი მოიცავს სხვადასხვა მოდულს: სასაზღვრო ოპერაციების დაგეგმვა, სასაზღვრო ოპერაციების ტაქტიკა, ტოპოგრაფია, კვალმაძიებლობა, საველე გამოკითხვა, დაკავების ტექნიკა, შენობის შემოწმება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები სასაზღვრო პოლიციაში. ოფიცრები კვალიფიკაციას აიმაღლებენ საფრთხეების შეფასების, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის მართვის სფეროებში. 

პროგრამის მიზანია, ხელი  შეუწყოს მესაზღვრეების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმაროს მათ, შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც  მათი ყოველდღიური საქმიანობის უკეთ შესრულების გარანტიაა.

 

 

სიახლეების გამოწერა