მესაზღვრეებს გადამზადების სპეციალური სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

მესაზღვრეებს გადამზადების სპეციალური სასწავლო კურსი ჩაუტარდათ შსს-ს აკადემიაში, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა სპეციალური გადამზადების პროგრამა დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - დათო ნიკოლეიშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორი - გივი მიქანაძე და აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი - მონიკა დორადო ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანი იყო მესაზღვრეების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო კურსი მოიცავდა სხვადასხვა მოდულს: სასაზღვრო ოპერაციების დაგეგმვა, სასაზღვრო ოპერაციების ტაქტიკა, ტოპოგრაფია, კვალმაძიებლობა, საველე გამოკითხვა, დაკავების ტექნიკა, შენობის შემოწმება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები სასაზღვრო პოლიციაში. ოფიცრებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს საფრთხეების შეფასების, გადაწყვეტილების მიღებისა და ინფორმაციის მართვის სფეროებში. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს. 

სიახლეების გამოწერა