იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის ხომალდის NAVE PALINURO-ს ვიზიტი.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის ხომალდი  „NAVE PALINURO“ შემოვიდა. დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები  ბათუმის ნავსადგურში დახვდნენ.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იტალიის საზღვაო ფლოტის ხომალდის მეთაურსა და საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვიზიტი, იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის საზღვაო კადეტების სასწავლო პროექტის ფარგლებში, პირველად განხორციელდა.

იტალიის ხომალდი „NAVE PALINURO” საქართველოს 26 აგვისტოს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა