ბათუმში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 2 ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, მეგობრული ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი 2  ხომალდი - „ილდირიმი“ და „კალკანი“ შემოვიდა.

აღნიშნული ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების პროექტის -„ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებსა და შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა, ასევე, თურქული და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების ერთობლივი საზღვაო წვრთნები.

სიახლეების გამოწერა