ახალი წელი სასაზღვრო პოლიციაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ლევან ჭაბუკიანი და მოადგილე ნინო ბაქრაძე ყაზბეგისა და წითელი ხიდის სამმართველოების სხვადასხვა სექტორს ეწვივნენ. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა მესაზღვრეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  მათ მესაზღვრეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

სიახლეების გამოწერა