აშშ-ის ელჩის მოადგილის და უკრაინის სასაზღვრო დელეგაციის ვიზიტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და უკრაინის სასაზღვრო უწყების დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) საქართველოსა და უკრაინის ოფისების ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სასაზღვრო უწყებების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და EXBS პროგრამის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ქართული მოდელის გაცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ნინო ბაქრაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N6 სასაზღრო სექტორს (სადახლო), სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ოროგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ესტუმრებიან.

სიახლეების გამოწერა