თემურ კეკელიძემ თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ყველაზე დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე 12 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვა.

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები - კახაბერ ჩიქოვანი და თეიმურაზ კუპატაძე დაესწრნენ.

სიახლეების გამოწერა