თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს გიორგობა მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ გიორგობის დღესასწაული მესაზღვრეებს წითელი ხიდის სამმართველოს სექტორ "ჯანდარას" დასაცავ მონაკვეთზე პირადად მიულოცა.

თემურ კეკელიძე მოადგილეებსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დავით გარეჯის მონასტერსაც ეწვია.

სიახლეების გამოწერა