შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, თემურ კვანტალიანმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 5 მეზღვაურის: კაპიტან-ლეიტენანტ თეიმურაზ ჭიტაძის და საზღვაო კაპრალების - ზვიად ბარბაქაძის, თემურ ფიჩხაიას, გიორგი ღვინჯილიას და ზვიად დათუაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

სიახლეების გამოწერა