შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენა განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში, სოფელ ომალოში, საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მათ ტრანსპორტირებასა და ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარება.

დიდთოვლობის გამო, ომალოში საავტომობილო გზა ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილია და სოფელში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის დახმარებით არის შესაძლებელი.

სიახლეების გამოწერა