შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრე-კინოლოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამის მესამე ეტაპი დასრულდა. სწავლებას ლატვიელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანია ქართველი მესაზღვრე-კინოლოგების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება და სამომსახურეო ძაღლების მომზადების გაუმჯობესება.

ტრენინგი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, ასევე, მოიცავს სასაზღვრო პოლიციისთვის კინოლოგიური და ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადებისა და კინოლოგიური აღჭურვილობის გაუმჯობესების კუთხით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში კინოლოგიური სფეროს განვითარება უზრუნველყოფს სახმელეთო საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაზრდას.

სიახლეების გამოწერა