შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრე-კინოლოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამა დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები: ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიქოვანი და  პოლკოვნიკი ლევან ჭაბუკიანი დაესწრნენ.

ტრენინგი პროექტის - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება კინოლოგიის სფეროს განვითარებით“ - ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის კოლეჯის მხარდაჭერით განხორციელდა. სწავლებას ლატვიელი მესაზღვრე-კინოლოგები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანი იყო ქართველი მესაზღვე-კინოლოგების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებმა  ლატვიელ კოლეგებს პროგრამის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს და სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში კინოლოგიური სფეროს განვითარება სახმელეთო საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს სასამსახურო ძაღლების გადმოცემის, მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადებისა და კინოლოგიური აღჭურვილობის გაუმჯობესების კუთხით.

სიახლეების გამოწერა