შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მოიცავს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების განხორციელებას და ინტელექტუალური რესურსის გაზიარებას.

მემორანდუმის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროფესიული განვითარების მიზნით სამუშაო და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ, ასევე, ითანამშრომლებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებით. სასაზღვრო პოლიცია ხელს შეუწყობს თავის ქვედანაყოფებში სტუდენტების პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.

სიახლეების გამოწერა